ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მზად არის, პარლამენტში მივიდეს. ცესკოს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, ინტერპელაციის წესით მის დაბარებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საშუალებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი.მისივე თქმით, ცესკოს ინტერესია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია.