თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქ ერზერუმში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად სარკოფაგები აღმოაჩინეს.„გათხრების შედეგად, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას,” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.ამასთან, ისტორიკოსების ცნობით, გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო.