თამარ მეფის სახელობის ხიდზე ასასვლელ პანდუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 მილიონ 469 ათას 313 ლარია.
სამუშაოების მიწოდების ვადა წერილობითი დავალების მიცემიდან 200 კალენდარული დღეა, მათ შორის რკინა-ბეტონის კოჭების დამზადების სამუშაოებისთვის წერილობითი დავალების მიცემიდან 100 კალენდარული დღეა განსაზღვრული. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა კი სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.