თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის განცხადებაზე - მოწოდება, რაც გუშინ ისმოდა, ცალსახად არის ძალადობისკენ მოწოდება - Palitra News

თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის განცხადებაზე - მოწოდება, რაც გუშინ ისმოდა, ცალსახად არის ძალადობისკენ მოწოდება

2019-06-17 12:08:07+04:00

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს გაკეთებულ განცხადებებს ძალადობის პროპაგანდას უწოდებს. მისივე თქმით, სახელმწიფო ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს.

შეგახსენებთ, ლევან ვასაძემ სახალხო რაზმების დაკომპლექტება დაანონსა ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.