ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. გაბუნიას ვარაუდობს რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები გამოუყენებელი არ იქნება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ თუ თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, "კოვაქსიდან" ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.
მისივე ინფორმაციით „ფაიზერის“ მცირე დოზებით ვაქცინაციის დაწყება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს მომავალში ამ კომპანიასთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მეტი დოზა მოიძიოს.