ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საყურადღებოა. მისივე თქმით, თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია.
გაბუნიას თქმით, პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით და გამოსავალი ვაქცინაციის პროგრამის სწრაფ განხორციელებაშია.