ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით ქვეყანაში წამლის ხარისხის ლაბორატორიის ამოქმედება 2022 წელს იგეგმება. გაბუნიას ინფორმაციით ამ პროცესში საქართველოს
დონორი ორგანიზაცია ეხმარება. მისივე თქმით დღეს საქართველო აღნიშნულ სერვისს ყიდულობს თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტში არის საკმარისი რესურსი იმისთვის რომ შერჩევითად გადამოწმდეს მედიკამენტების ხარისხი.
„ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი რუტინული მონიტორინგისთვის წამლის ხარისხზე და ესეც არის ისეთი თემა, რასაც აქვს გარკვეული ძვრები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვმუშაობთ რესურსის მობილიზებაზე და კონკრეტულ გეგმაზე“ - განაცხადა გაბუნიამ.