ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაყინული საკვები პროდუქტით კორონავირუსული ინფექციის გადაცემის ალბათობა არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს და თუ ვითარება შეიცვალა, საქართველოსაც შესაბამისი რეაგირება ექნება.
შეგახსენებთ გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ქათმის ხორცი ერთ-ერთ უდიდეს ბრაზილიულ კომპანია Aurora-ს ეკუთვნის