ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება საექიმო შეცდომა.