ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია იმ რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, რაც უკვე დაწესებულია.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით აჭარაში რისკები მაღალია, რადგან არ ხდება წესების დაცვა. გაბუნიამ ასევე ვაქცინებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვის ბოლომდე საქართველო „ფაიზერის“ ახალ დოზებს ელოდებიან.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მოუთითებს იმას, რომ „დელტა“ შტამის წინააღმდეგ „სინოფარმი“, ისევე როგორც სხვა ვაქცინები, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის კუთხით, თითქმის 100 - პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს.