ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 600-მდე აჭარაში, დანარჩენი თბილისსა და იმერეთში.
გაბუნიას განცხადებით, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს კორონავირუსის გამოწვევას საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს. მისივე თქმით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს