ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 2900 საწოლია თავისუფალი.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თავისუფალი საწოლების გარკვეული ოდენობა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდა. მინისტრის მოადგილემ მოახლოებულ შობის დღესასწაულზეც ისაუბრა მისი ტქმით შობას უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, რაც თავის მხრივ რისკის მატარებლად მიიჩნევა. გაბუნია მოუწოდებს მოსახლეობას პირადი დაცვის საშუალებები არ დაივიწყონ და სტუმროანობას მოერიდონ.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი.