ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ერთი კვირა შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კრიტიკული იქნება. როგორც მან განაცხადა, შეზღუდვებზე საუბარი იქნება ეპიდვითარების გარკვეული კრიტიკული მაჩვენებლის დადგომის შემთხვევაში. მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველაზე ემნიშვნელოვანი არსბეული რეგულაციების სწორად წარმართვა და მასობრივი ვაქცინაციაა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯანდაცვის სექტორს ერთდროულად 34-35 ათასი აქტიური შემთხვევის მართვა შეუძლია, თუმცა ამ ზღვარის გადასვლის შემდეგ ყველაფერი გართულდება.