ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე საწოლების, კოვიდსასტუმროებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის მობილიზაცია ხდება. მისი თქმით, კორონავისურის შემთხვევების პიკურ პერიოდს ქვეყანა მაისის შუა რიცხვებამდე ელის.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად რევიზიას აკეთებს გადაწყვეტილებების. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო მომდევნო კვირაში იმსჯელებს, არის თუ არა აუცილებლობა დამატებითი ზომების მიღების.