ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეები კორონავირუსის გადატანის შემდეგ აცრას 30 დღის შემდეგ შეძლებენ. როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციისთვის ამ ჯგუფის ადამიანების რეგისტრაცია სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში არიან გრძელვადიანი ვიზიტით, ჩართულები არიან ბიზნესსაქმიანობაში და შეუძლიათ ეპიდემიურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა, მათი ვაქცინაციაც გამართლებულია და გახდებიან ერთ-ერთი ჯგუფი ვაქცინაციის პროგრამის.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაშ ვაქცინების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და მის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვა არ არის.