ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა დაბალანსდა და პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება. მისივე თქმით ბავშვთა დაინფიცირების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის.
გაბუნიას თქმით, ამდროისთვის ქვეყანაში 6700 საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საწოლების მობილიზება კიდევ მოხდება. ამასთან, გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში 16-დან 18-წლამდე ახალგაზრდების „ფაიზერით“ აცრის პროცესი უკვე დაწყებულია და პროცესი გრძელდება ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე.