ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს. მისი ინფორმაციით ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში 2333 თავისუფალი ადგილი არის. საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშო და საყურადღებოა. ეპიდსიტუაცია უარესდება და ჯანდაცვის სექტორზე სერიოზული ზეწოლაა.