ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაციის რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის შეფერხებები მოგვარებულია და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ რეგისტრაცია.
მისივე თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, “სინოფარმის” ვაქცინაზე 20 000 ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული. გაბუნიას განცხადებთ, ქვეყანაში უკვე დაიწყო მასიური ვაქცინაციის პროგრამა.
ელექტრონული პორტალი, რომელზეც ბოლო 2 დღის განმავლობაში შეფერხებები იყო, სრულად გამართულია და ამ ეტაპზე მოქალაქეს თავისუფლდ შეუძლია დარეგისტრირდეს.