პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას დაბარებას ეხმიანებიან.
კობახიძის განცხადებით თამარ ჟვანიას არ ექნება პარლამენტში მოსვლის პრობლემა რადგან მას არანაირ უკანონობასთან არ აქვს შეხება. მისივე თქმით ჟვანია ყველა არსებულ კითხვას გასცემს პასუხს.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა მმართველ გუნდს ჟვანიასთან კითხვები არ აქვს რადგან ნათლად ჩანს რომ საარჩევნო კომისია ცდილობს პროცესების კანონის შესაბამისად მართვას, მისივე თქმით ნტერპელაციის პროცედურიდან გამომდინარე, რომელიც კანონითაა დარეგულირებელი, ოპოზიციას აქვს საშუალება პარლამენტში ნებისმიერი ანგარიშვალდებული პირი დაიბაროს და მას შეკითხვები დაუსვან.