პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, პრეზიდენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პასუხობს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო ამ თემის განხილვა.პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. როგორც ზურაბიშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.