პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არის მცდელობა, რომ სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს. ქართული ოცნება მიმართავს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს, რადგან "ყველანაირი ნიშანია იმისათვის, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს". მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადება, რომ ხდება 5000 აქტივისტის მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან ქალაქ ზუგდიდში, იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია იგეგმება სწორედ ამ ადგილას.