პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს აფასებს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, განსაკუთრებული აგრესია იყო საქართველოს პარტნიორი ქვეყნების და მათი ელჩების მიმართ, რაც მანიშნებელია თუ ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს იმ აგრესიული ჯგუფების მიღმა, რომელიც ამ მოვლენების დროს ვიხილეთ. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, აგრესიული ჯგუფების მიღმა რუსეთის ინტერესებია. კითხვაზე, რატომ გააქტიურდა ლევან ვასაძე და რამდენად მისაღებია მისი მხრიდან ამერიკის და ევროპის ხსენება ცუდ კონტექსტში, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები სხვების მხრიდანაც ისმოდა, რაც სრულიად მიუღებელია. მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა.