პარმალენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოს საპარმალენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო კამპანიას რომელიც სავსე იყო სიძულვილის ენითა და შევიწროებით ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. პარმალენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის სახალხო პარტიის წევრებს, დაგმონ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით აღსავსე კამპანია.მისივე თქმით, არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, იყო სამწუხარო დინამიკაც. სიტყვით გამოსვლისას, მან ევროპის საბჭოს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რეკომენდაციისა და მხარდაჭერისთვის.