თამარ ჩუგოშვილი - მგონია, რომ "ომეგა ჯგუფი" მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს - Palitra News

თამარ ჩუგოშვილი - მგონია, რომ "ომეგა ჯგუფი" მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს

2018-09-09 17:20:00+04:00

მგონია, რომ "ომეგა ჯგუფი" მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია "იბერიასთან" და "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, კომპანიებმა გადასახადები უნდა გადაიხადონ და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა გაარკვიონ.