პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს იმ წერილის გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს, რომლის შესახებაც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა. ვიცე-სპიკერის თქმით, მისთვის ეს დამაბნეველი ინფორმაციაა, რადგან სხვადასხვა წყაროებიდან განსხვავებულ ინფორმაციას ისმენს. აქვე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა წერილზეა საუბარი.