საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველი გუნდი ოპოზიციის ჯგუფებად დაყოფასა და მათთვის სხვადასხვა იარლიყის მიწებებას ცდილობს.
ჩუგოშვილის შეფასებით, ეს მისი საქმე არ არის და მმართველმა გუნდმა საკუთარ პარტიას უნდა მიხედოს. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ერთ მხარეს დარჩა „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა", მეორე მხარეს კი პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა.