"არცერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის შეტაკებების მოწყობა გამართლებული არ არის. ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს",- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მთავრობის მხრიდან ადგილობრივებთან შესაძლოა სწორი კომუნიკაცია არ შედგა, ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია იყო და ასეთი გართულების მოლოდინი, არ არსებობდა.
შეგახსენებთ, 21 აპრილს, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა ჰესის მშენებლობა გააპოტესტეს, მათ შემტხვევის ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და მანქანებ დაუწვეს.