პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მისი შეფასებით საკითხის ისე დაყენება, რომ თუკი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელშეუხებლობა არ ექნებათ, საფრთხე შეექმნება ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, ეს არასწორია.
ჩუგოშვილის განცხადებით, ვერცერთი პიროვნება ან კომპანია ვერ დაიჩემებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მისი საკუთრებაა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ეს პროექტი სახელწმიფოს დაკვეთაა, რისთვისაც ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობდა ხელს მის განმახორციელებელ კომპანიას.