საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ "ლელოსგან" პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო.როგორც ჩუგოშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი სხვა პარტიებმაც დააფიქსირეს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მეტიც, არ აქვს გადაწყვეტილი, საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.