21:45
3 აგვისტო, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა - მიხეილ რამიშვილი
23-07-2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა გოგოს თვითმკვლელობისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, რადგან გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მამას არაკეთილსინდისიერად მოექცნენ, „როდესაც უხეში გაფრთხილებებით თითქოს ემუქრებოდნენ, „შარშია შენი გოგო და ახლა შენც არ მოხვდეო“.

ადვოკატის განმარტებით, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ გარდაცვლილის კომპიუტერი გაიხსნა, ხოლო შემდეგ უარყოფდნენ.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები