გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატომრობიდან გაათავისუფლეს. თუ რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ეს უცნობია.
„ინტერპრესნიუსი“ დავით ფურცხვაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც სააგენტოს განუცხადა, რომ ის მედიასთან კომენტარებს აღარ აკეთებს და შესაბამისად, როდის და რის საფუძველზე გათავისუფლდა ის, უცნობია.
ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სეტქემბბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს. თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.