თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი თბილისის პროკურატურაში მივიდნენ.როგორც ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები დღეს თეთრიწყაროს ტყეში მიმავალი გზის შესწავლას დაიწყებენ იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ იმ ადგილას ბაჩალიაშვილი მეორეხარისხოვანი გზით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. ადვოკატი ამბობს, რომ ასეთი გზის არსებობის შესახებ ინფორმაცია მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღეს.