თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს და იურისტებს შეხვდნენ.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის დავით ასათიანის ინფორმაციით, ადვოკატი არ შეიძლება გამოკითხულ იქნას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მას გაანდეს მისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში. ასათიანის განმარტებით, ამას უკავშირდება იმ კონფიდენციალური მასალის დაცვაც, რომელიც განთავსებულია მათი კომუნიკაციის საშუალებებში.