გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან დღეს აქციას გამართავენ.
როგორც "პალიტრანიუსთან" საუბარში თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, საელჩოსთან აქციას 12:00 საათზე ჩაატარებენ.თამაზაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, საქმეში FBI ჩაერთოს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.