თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი არ ენდობა გამოძიებას და მანქანის ექსპერტიზას ელოდება. ასეთი განცხადება სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზიდან გამოსულმა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა გააკეთა. სპეციალური განცადება გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ და აღნიშნა რომ მისი ოჯახის მიმართ ვრცელდება უსაფუძვლო ბრალდებები.ექსპერტიზიდან გამოსულმა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა რომ ტელეფონი რომლის გახსნაც მის წინ უნდა მომხდარიყო უკვე გახსნილი და დეშიფრაციაც თითქმის დასრულებული იყო. ტელეფონის შეიცავს 99 გიგაბაიტ მასალას, თუმცა ადვოკატის მოთხოვნით მობილური ისევ დაილუქა და გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს.მიხეილ რამიშვილი გამოძიებისგან ითხოვს პასუხს თუ რატომ მოხდა მისი გაფრთხილების გარეშე ტელეფონის გახსნა