გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, ბაჩალიაშვილს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დეა კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ბაჩალიშვილის მეგობარი ჰყვება, მან არ იცის, თუ საიდან მოვიდა ბაჩანა ლობჟანიძე და ვინაა ის.
მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებულს 2018 წელს დაშორდა. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ჰყვება, პირი, რომელიც საკუთარ თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, მას თავად დაუკავშირდა და ცდილობდა მისგან ინფორმაცია მიეღო.
კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ თამუნა ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, დეა კაპანაძე აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხს ვერ გასცემს.მისივე თქმით, თამუნა ბაჩალიაშვილს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა სურდა.