თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ექსერტებმა 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო ამოიღეს. როგორც 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში 18 ივლისის, 10:02-ზეა შესული, მას შემდეგ კი ლეპტოპს არ გაკარებია“. მისივე განმარტებით, „თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში სოციალური ქსელის, „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ აპლიკაციები არ იყო ლოკალურად დაყენებული“.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა.