ავღანელმა თალიბებმა ყურბან-ბაიარამის დღესასწაულის აღსანიშნად სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს.
”იმისთვის, რომ მოჯაჰედებმა კვლავ უზრუნველყონ მშვიდობიანი და უსაფრთხო ატმოსფერო ჩვენი თანამემამულეებისთვის ყურბან-ბაიარამის დროს, ყველა მოჯაჰედს დაევალა, შეაჩეროს ყველანაირი შეტევითი ოპერაცია”, - წერს „თალიბანის“ პრესსპიკერი მუჰამედ ნაიმი „ტვიტერზე“.
ყურბან-ბაიარამი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დაიწყება. ორი დღის წინ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სკოლასთან განხორციელებული თავდასხმის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა, 165 კი - დაიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა, ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ თავდასხმის უკან „თალიბები“ დგანან.