თალიბანის 200-ზე მეტმა მებრძოლმა იარაღი დაყარა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქული მედია ავრცელებს. სააგენტო ანადოლუს ცნობით, იარაღის ჩაბარების ცერემონიას ბალჰის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ პროვინციაში მშვიდობა დამყარდება.