ტყიბულში მინდელის სახელობის შახტა, სადაც ექვსი მეშახტე დაიღუპა, ამ დრომდე დაკეტილია.ეს გადაწყვეტილება სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციით მიიღეს, რომელმაც ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები უნდა შეისწავლოს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია.ტყიბულის შახტაში დაშავებული ირაკლი კირკიტაძე, რომელიც საავადმყოფოდან გამოწერეს, უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს.