პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალკვაძის 2019 წლის საქმიანობის თაობაზე მოხსენების პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაუშვეს. ოპოზიციონერმა დეპტატებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც თალკვაძე რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა. ელენე ხოშტარიამ თალაკვაძის გამოსვლა "ცეკას მოხსენებას" შეადარა და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს იქნება საბჭოთა კავშირი.
საბოლოოდ, ოპოზიციონერმა დეპუტატბს სასესიო დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.
ოპოზიციის პერფორმანს თავად არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს.