საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და აცხადებს, რომ მელიას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, პარლამენტი პატივს სცემს და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შეასრულებს.