"რესპუბლიკური პარტიის"ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილისთვის გაუგებარი და არადამაჯერებელია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის განცხადება, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს. როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-მ შეცდომა დაუშვა.