„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ღირებულებითი განსხვავებები გვაქვს, ვისთან გავაფორმებთ კოალიციას, თუ ამის საჭიროება იქნება, გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მივიღებთ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.როგორც თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“, არჩევნებში იმ მიზნით იღებს მონაწილეობას, რომ პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობას მიიღებს.„პროპორციული არჩევნები, როგორც მოდელი, ნიშნავს იმას, რომ მეტ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტში მიიღოს მანდატი და წარმომადგენლობა. ასევე, ეს საარჩევნო სისტემა უშვებს იმის ალბათობას რომ პარტიებს შორის მთავრობის ფორმირების მიზნით მოხდება კოალიციური შეთანხმება. ეს არის საპარლამენტო მოდელი, ევროპის არაერთ ქვეყანაში პრაქტიკაა და შესაბამისად, ამის ალბათობა არც უნდა იყოს უარყოფილი და რა თქმა უნდა, წინასწარაც ამის დადასტურება, ვიდრე არჩევნების შედეგები არ გევცოდინება, შეუძლებელია. რაც შეეხება თანამშრომლობა, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გვაქვს ღირებულებითი განსხვავებები, შესაბამისად, არჩევნებში იმ მიზნით და იმ სულისკვეთებით კი არ გავდივართ, რომ მათთან მოგვიწევს კოალიციის გაფორმება, ჩვენ არჩევნებში იმ სულისკვეთებით და მიზნით ვიღებთ მონაწილეობას, რომ პარლამენტში მივიღებთ სოლიდურ წარმომადგენლობას, თუმცა ვისთან გავაფორმებთ კოალიციას, თუ ამის საჭიროება იქნება, ამ გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მივიღებთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.