დანაშულის დამალვა და ნეპოტიზმი სუსში, თუ სკანდალური ბრალდება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის - ირაკლი სასეიაშვილის შვილთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პარლამენტარები ეხმაურებიან. ტალახიანი ხელებით პოლიტიკაში საქმიანობა - ასეთია მამრთველი გუნდის რეაქცია ნაციონალური მოძრაობის მისამართით - მათი განცხადებით, პოლიტიკოსების ოჯახის წევრებზე დანაშაულის ჩადენის დაბრალება, ზღვარსაგადასული სიბინძურეა. ამიტომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ევროპულ საქართველოში კი აცხადებენ რომ მათთვის საქმის დეტალები უცნობია. თუმცა მიაჩნიათ რომ სუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.
იხილეთ: