„ტალახიანი ხელებით პოლიტიკაში საქმიანობა“ – „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ირაკლი სასეიაშვილის შვილთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პარლამენტარები ეხმაურებიან. ტალახიანი ხელებით პოლიტიკაში საქმიანობა - ასეთია მამრთველი გუნდის რეაქცია ნაციონალური მოძრაობის მისამართით - მათი განცხადებით, პოლიტიკოსების ოჯახის წევრებზე დანაშაულის ჩადენის დაბრალება, ზღვარსაგადასული სიბინძურეა. ამიტომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.