თბილისში ტაქსით მომსახურების 54 ნებართვა ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. რაც შეეხება ზოგადად ტაქსის მძღოლებზე გაცემულ ნებართვებს, დღეის მდგომარეობით, 18 030 ლიცენზიაა გაცემული.ცნობისთვის, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. ნებართვის აღება მძღოლებს თბილისის ტაქსის ვებ-გვერდის, იუსტიციის სახლისა და რაიონული გამგეობების დახმარებით შეუძლიათ.