თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას კვლავ განუმარტა, რომ მერიის გადაწყვეტილებით, რეფორმის ფარგლებში ტაქსის მძღოლებს ავტომობილების ვიზუალური მხარის არჩევის დროს ალტერნატივის შესაძლებლობა ექნებათ - გადაღებონ, ან გადააკრან თეთრი ფერის ფირი. კალაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ტაქსის რეფორმის განხორციელება აუცილებელია და პროცესი არ გადავადდება.