ტაქსების ერთიანი ვიზუალისა და ავტომანქანაზე სარეკლამო ბანერების შესახებ ერთიანი სტანდარტი მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრისთვის დამტკიცდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დამტებითი ფინანსური სარგებელი მიიღონ.ცნობისთვის, ტაქსის ერთიანი ვიზუალური სტანდარტი, რომელიც მათ შორის ტაქსის ფერს დაარეგულირებს, 2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.