ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს - Palitra News

ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

2019-04-16 11:03:47+04:00

ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ტაქსის მძღოლებმა სპეციალურო განცხადება გააკეთეს. ამასთან, ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, ნუ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს იქამდე, სანამ ტაქსების მძღოლები დედაქალაქის მთავრობასთან სამუშაო პროცესს არ დაასრულებენ. მისივე თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა მერიასთან მარჯვენა საჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნას რეგულაციების გადადების თაობაზე, საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც შეთანხმება იქნება მიღწეული. რაც შეეხება აქციებს, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ვალერი ქადაგიშვილის თქმით , ტაქსის მძღოლები გეგმის მიხედვით 18 აპრილს შეიკრიბებიან და საკუათარ თანამოაზრეებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.